logo
ENG



თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

22 სექ 202014:36
3 წუთის საკითხავი
clock 329
0ztruwdi7citxno.jpg

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი.გ. დამნაშავედ ცნო და მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიღნაღის რაიონის ქ. წნორში, ი.გ.-მ ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ი.გ-მ გარდაცვლილის კუთვნილი 800 ლარი და 1100 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 


close დახურვა