თელავში, რუსთაველის გამზირზე სამოთახიანი ბინა დაიწვა. როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო დაშვებულები არ არიან.
გარდა ამისა, თელავში ამ წუთებში კიდევ ერთი ხანძარია - იწვის სათამაშოების მაღაზია. „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში უთხრეს, რომ მაღაზიაში ხანძარი ლოკალიზებულია. დამატებითი დეტალები უცნობია.