თელ ავივი-ბათუმის რეისი ნისლის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ფორმულას ტავ ჯორჯიაში უთხრეს.
Israir Airlines-ის თვითმფრინავი 12:15 საათზე უნდა დამჯდარიყო.
სხვა აეროპორტში დაჯდომის ან უკან გაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება პილოტმა უნდა მიიღოს.
განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდა.