logo
ENG



თემა არ ვიცით, უბრალოდ დაგვიბარეს - საპატრიარქოში მღვდლების შეხვედრაა დაგეგმილი

08 ნოე 201917:48
3 წუთის საკითხავი
 
d4pdwjw9nvhloaf.jpg

მღვდელმთავრები თბილისში იმყოფებიან და საპატრიარქოში ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ. გუშინ პატრიარქს მისი მოსაყდრე მეუფე შიოც შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა მორიგი სინოდის სხდომა, თუმცა "ფორმულასთან" საუბარში სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მაღალი სასულიერო იერარქების სტუმრობა საპატრიარქოში ჩვეულებრივი ამბავია და განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა დიმიტრი აცხადებს, რომ დღეს საპატრიარქოში მღვდლების შეხვედრაა დაგეგმილი. 

"საღამოს არის მღვდლების შეხვედრა. ჩვენ უბრალოდ დაგვიბარეს. თემა არ ვიცით, ალბათ ისაუბრებენ", - განაცხადა მამა დიმიტრიმ "ფორმულასთან" საუბარში. 

სინოდის სხდომის დაგეგმვას პრესსამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ურაყოფს. მამა ანდრიას თქმით, სხდომის ჩანიშვნა პატრიარქის გადასაწყვეტია.

"მორიგი შეხვედრაა. მარტო მღვდლები არიან. არაფერია გასაკვირი. ხშირად ჩამოდიან მღვდლები. პატრიარქი წყვეტს როდის იქნება სინოდის სხდომა. მუდმივად არის რაღაც შეხვედრა, ბევრი სამსახურია საპატრიარქოში და ყველა თავის საქმეს ხელმძღვანელობს," - განაცხადა მამა ანდრიამ.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა