logo
ENG



თემქაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

20 მაი 202119:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/20/3irhd2p1238ixho.jpg

თემქაზე, მონადირის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან შენობაზე გავრცელდა, სადაც საწყობი და ავეჯის საამქრო იყო განთავსებული.

"შენობის სიახლოვეს არის დასახლებული ტერიტორია და არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად საშიშროების თავიდან არიდება დროულად მოხერხდა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება", - აცხადებენ უწყებაში.

ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.


close დახურვა