logo
ENG



თენგიზ ცერცვაძე სახლში გაწერეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია

28 ნოე 202018:24
3 წუთის საკითხავი
 
თენგიზ ცერცვაძე სახლში გაწერეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ავრცელებს. 

ცენტრის ცნობით, თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.

"ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდგინდა. თავდაპირველად ის მკურნალობას სახლში გადიოდა, თუმცა 19 ნოემბერს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი კლინიკაში გადაიყვანეს


close დახურვა