logo
ENG



თეოლოგი:პატრიარქი გადადგომის შესახებ განცხადებას 23 ნოემბერს გააკეთებს

31 ოქტ 201920:29
3 წუთის საკითხავი
 
bzxyqpxotgazmsi.jpg

წმინდა სინოდის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირებების ფონზე პატრიარქის გადადგომას ელოდებიან თეოლოგები. სპეციალისტები სინოდის სკანდალურ სხდომაზე მომხდარს, მეუფე შიოსა და მეუფე იაკობს შორის არსებული დაპირისპირებისა და გავლენებისთის ბრძოლის ლოგიკურ შედეგს უწოდებენ. თეოლოგებიც რუსეთის კვალზე და ხელისუფლების მხრიდან კონკორდატის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებენ.

პატრიარქი გადადგომის შესახებ განცხადებას 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გააკეთებს - ასე ფიქრობს თეოლოგი ზვიად ცაბაძე. ი ამბობს, რომ ილია მეორის წასვლით განსაკუთრებით დაინტერესებულია თანამოსაყრდრე შიო, რომელსაც საპატრიარქოში თავისი გუნდი უკვე ჰყავს. პატრიარქის გადადგომის შემთხვევაში, წესის თანახმად - გაფართოებული კრება სწორედ თანამოსაყდრე შიომ უნდა მოიწვის და ახალი პატრიარქი აირჩიოს.

„მეუფე იაკობიც და მეუფე შიოც იყვნენ პატრიარქის ქორეპისკოპოსები. როცა ერთი ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ მეუფე შიოს გაყვანა იგეგმებოდა პატრიარქად, ამას საფუძველი აქვს და მე ამის მჯერა. მეუფე შიოც პატრიარქის ზურგს უკან, რაღაც დონით, მისი გადაყენების მოსურნეა,“ - აცხადებს ცაბაძე.

თეოლოგების ნაწილი კი ფიქრობს, რომ საპატრიარქოში განვიარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობა მხოლოდ პატრირქს არ ეკისრება - გადაწყვეტილებები წმინდა სინოდში, ხმათა უმრავლესობით მიიება და შესაბამისად, მთლიანი შემადგენლობით უნდა გადადგეს. რაც შეეხება სკანდალურ განცხადებებს, თეოლოგები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

სპეციალისტების შეფასებით, მთავრობა უხეშად ერეოდა საპატრიარქოს შიდა საქმეებში და მიზანმიმართულად ცდილობდა სასულიერო პირთა გავლენების შესუსტებას.

„პოლიტიკური ჯგუფები ლოიალობას ავლენდნენ საპატრიარქოს მიმართ და ხშირად, საკუთარ ლეგიტიმაციას საპატრიარქოსგან იღებდნენ. ეს დისკუსიები, რაც გვესმის სწორედ ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს დასუსტების ნიშნებზე მიანიშნებს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრის" წევრმა თამთა მიქელაძემ.

 


close დახურვა