logo
ENG



თეოლოგი: ეს არის ბრძოლა, რომელიც ადასტურებს, რომ საპატრიარქო უფრო ძლიერია, ხელისუფლება კი, სუსტი

13 აპრ 202010:29
3 წუთის საკითხავი
 

„ეს არის ბრძოლა, რომელიც ადასტურებს, რომ საპატრიარქო  უფრო ძლიერია და  ხელისუფლება  სუსტი“, - ასე აფასებენ თეოლოგები საპატრიარქოს დამოკიდებულებას საეკლესიო მსახურების უცვლელად დატოვების შესახებ.

სამართლის დოქტორის არჩილ მეტრეველის თქმით, მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო ნათელი გახდა, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის არსებული ურთიერთობა, რომელშიც სახელმწიფოს მსხვერპლის როლი აქვს. თეოლოგი ვარაუდობს, რომ  საპატრიარქო  პოზიციას ბოლომდე შეინარჩუნებს. 

„თუკი იქნება იმის იმედი, რომ საპატრიარქოსთან არავინ ითანამშრომლებს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ ხელისუფლებაში მყოფ დღევანდელ თუ სხვა პოლიტიკურ ძალას უფრო გაუმარტივდებოდა გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა არჩილ მეტრეველმა.

კანონიკური სამართლის სპეციალისტის ვლადიმერ ნარსიას შეფასებით, არსებული ვითარება ნათლად აჩვენებს, რომ საპატრიარქოსთან მიმართებაში ხელისუფლება სუსტია.

„ხელისუფლება ნამდვილად ჩანს გაცილებით სუსტი საპატრიარქოსთან მიმართებით. ეს არის სწორედ ბრძოლა, რომელიც ადასტურებს, რომ საპატრიარქო არის უფრო ძლიერი და ხელისუფლება - სუსტი. ორი მთავარი საკითხი უნდა იქნას გამოკვეთილი, ერთი არის რწმენითი კომპონენტი და მეორე ძალთა დაუბალანსებელი მეტოქეობა სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის“, - აღნიშნა ვლადიმერ ნარსიამ.


close დახურვა