logo
ENG



თინა ბოკუჩავა: გასაკვირი არ იქნება გადამგდები ივანიშვილისთვის, რომ ოპოზიცია მას არ ენდობა

04 მარ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებიბის შესატანად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ისევ უცნობია. პარლამენტის თავმჯდომარის მწვავე განცხადებების ფონზე, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია - პროპორციული არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ციფრებზე საუბარს არასერიოზულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მეტი სიცხადისთვის უმჯობესია, მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრიროს.

„ხელისუფლების სიტყვას ფასი არ აქვს. მათ შეუძლიათ დაპირებები გასცეს და შემდეგ ადამიანები გადააგდონ. ამის მიუხედავად, იმის გამო, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩართული არიან ჩვენი მეგობრები - ევროკავშირი, აშშ, დიპლომატები და ყველა ღონეს მიმართავენ, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს, იყოს შეთნახმება, ამის გამო, ჩვენ ისევ ვასუბრობთ ხელისუფლებასთან. რაც შეეხება სხვადასხვა ციფრებს, ეს არ არის სერიოზული. სჯობს მათ დაარეგისტრირონ ინიციატივა და ვნახავთ რა უნდათ. ამ შემთხვევაში ჩვენ მოცემულობას, რასაც ყოველდღე გვთავაზობენ, ახალ-ახალ სისულელეს, არ ვთანხმდებით“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ხელისუფლების მიმართ უნდობლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

„მას, ნაცვლად ამ ჩამკეტისა, რომელსაც აქვს სამართლებრივი ხვრელები და შეუძლია ბიძინა ივანიშვილს, გამოიყენოს ბოროტად არჩევნების დროს, უნდა თარგმნოს 40%-იანი პრინციპი ცფრებში. მას ვთავაზობთ მარტივ რამეს, იმისთვის, რომ იყოს მარტივი, განჭვრეტადი და არ იძლეოდეს ინტერპრეტაციის, ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. ალბათ გასაკვირი არ იქნება გადამგდები ივანიშვილისთვის, რომ ოპოზიცია მას არ ენდობა და სურს, რაც შეიძლება გამჭვირვალე და პროგნოზირებადი კანონი“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის პოზიციას, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ოპოზიციის ვაჭრობაში დადანაშაულება, მიუღებელია.

„როცა დიალოგი მიდის, არ არის ლამაზი ერთმანეთი დავადანაშაულოთ ვაჭრობაში, სპეკულაციებში და ასე შემდეგ. რა შუაშია ვაჭრობა? ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა, რომ ჩვენი ამოცანა არის მივაღწიოთ მაქსიმალურ პროპორციულ წარმომადგენლობას. ჩვენ რომ გვევაჭრა და კომპრომისზე არ წავსულიყავით, მაშინ სრულ პროპორციულს უნდა ვითხოვდეთ, რისი მორალური უფლებაც გვაქვს. ასეთ კრიზისულ ვითარებაში, ჩემთვის 120/30-ზეც მისაღები ვარიანტი იქნებოდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


close დახურვა