logo
ENG



თინა ბოკუჩავა: მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

21 მარ 202017:52
3 წუთის საკითხავი
 

"ახლა მთავარია მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება, ამიტომ მხარს დავუჭერთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია  მთავრობის მიერ კონკრეტული ფაქტორების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა იქნება არასწორი.

"არის გარკვეული ფაქტორები, რის გარეშეც შესაძლოა ხიფათები წარმოიქმნას. ესაა მთავარი კონტიტუციური სამოქალაქო უფლების შეზღუდვის მინიმიზება. გასაგებია, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს, მათ შორის კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვაც კი, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ შეზღუდვების დროს არანაირი საფრთხე არ დაუდგეს გამოხატვის თავისუფლებას. ეს იმიტომ, რომ საქართველოში ეს ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა და ის ვირუსთან ბრძოლასაც შეუშლის ხელს. მსოფლიოც საუბრობს, რომ საზოგადოების რეაგირება შეიძლება ასეთ დროს იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. თავისუფალი სიტყვა არ უნდა შეეზღუდოს, მათ შორის - არც მედიას და არც სამოქალაქო სექტორს", - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.  

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 


close დახურვა