logo
ENG



თინა ბოკუჩავა დიმიტრი ხუნდაძეს: კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავთ

21 მაი 202016:23
3 წუთის საკითხავი
 
p4g6lsv5i4x2ztq.png

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა დიმიტრი ხუნდაძის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას ფეხქვეშ გათელვას უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნულით ხუნდაძე ცდილობს პარლამენტს უფლებამოსილება წაართვას. 

"თქვენ დღეს კანონმდებლებს ეუბნებით, რომ მათ თავიანთი უფლებამოსილება გადასცენ მთლიანად მთავრობას. როცა კანონმდებლებს ეუბნებით, რომ რისთვისაც ხალხმა აირჩია და რისთვისაც პარლამენტში სხედან, ეს უფლება მთლიანად უნდა გადააბარონ გახარიას. როგორც  ჩანს სანამ ვაქცინა არ შეიქმნება, გახარიას ექნება ერთპიროვნული უფლება იმისა, რომ ჩაკეტოს მთელი სოფელი ან შეიზღუდოს ერთ ადამიანსა თუ ადამიანთა ჯგუფს გადაადგილების თავისუფლება, ან შეიზღუდოს კონკრეტული პოლიტიკურ ჯგუფს შეკრების თავისუფლება, მათ შორის წინასაარჩევნოდ. ან შეიზღუდოს ადამიანს ბიზნესსაქმიანობის განხორცილების უფლება. ამას გვეუბნებით თქვენ და არ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ აღნიშნულში არსებობდეს საპარლამენტო ფილტრი, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციით. კონსტიტუციის ამგვარი უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, რათა ამოქმედდეს საპარლამენტო ფილტრი. ქვეყნის კონსტიტუციის მოწყობაა ის, რაც ამ კონსტიტუციაშია გაწერილი, რასაც თქვენ დღეს ფეხქვეშ თელავთ",-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

 


close დახურვა