![თოიძის ქუჩაზე, EU-ს წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარედ, სახლის სხვენში ხელყუმბარა იპოვეს](/uploads/news/police8.jpg)
თბილისში, თოიძის ქუჩაზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარედ, საცხოვრებელი სახლის სხვენში ხელყუმბარა იპოვეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.