დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა სოციალურ ქსელში ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი დღეს არც ერთ მსჯავრდებულს არ შეიწყალებს.
თორნიკე მამალაძე თავის facebook-გვერდზე წერს, რომ სინოდის გადაწყვეტილება მისი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია.
თორნიკე მამალაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
„კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ.
გიორგობას გილოცავთ!“, - წერია თორნიკე მამალაძის სტატუსში.