logo
ENG



თსუ: ონლაინლექციებზე ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე შსს-ს მივმართეთ

22 სექ 202021:37
3 წუთის საკითხავი
clock 1353
80zeneo1dyy31ea.jpg

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმართეს.

როგორც თსუ-ში ამბობენ, მათ ერთი პირის იდენტიფიცირება უკვე შეძლეს. ის სტუდენტია და მის საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ერთი პირის იდენტიფიცირება თსუ-მ უმოკლეს დროში შეძლო. ის სტუდენტია და მის საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც", - განუცხადეს ფორმულას თსუ-ში.

საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს.

თსუ-ის 22 ათასამდე სტუდენტმა სწავლა დისტანციურად, Zoom პლატფორმის გამოყენებით 14 სექტემბერს დაიწყო. ონლაინლექციების კადრები, სადაც სავარაუდოდ, თსუ-ის ლექტორს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა.


close დახურვა