logo
ENG



თურნავა: დღეიდან ვიწყებთ საწარმოების შემოწმებას

06 აპრ 202013:16
3 წუთის საკითხავი
clock 473

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დააანონსა, რომ ეკონომიკის სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია საწარმოების შემოწმებას იწყებენ. თურნავას თქმით, თავად საწარმოში დასაქმებულებიც გამოკითხებიან.

„შეზღუდულია ნებადართული საქმიანობის სფერო. სხვა ბიზნესები დროებით შეჩერებულია. ძალიან აქტიურობს ბიზნესი, უნდათ რომ დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რიტმს.  დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია და სხვა საამსახურები ვამოწმებთ თუ როგორ სრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები და შრომის უსაფრთხოება.

პირველ რიგში, ვიწყებთ იმ სისტემური საწარმოებოდან, ვისაც მიეცა მუშაობის უფლება. ჩვენი ეს დიდი პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ დღეში 50-მდე საწარმოს შემოწმებას შევძლებთ. მნიშვნელოვანია იმათი შემოწმებაც ვინც დროებით შეშერებულია, რომ მივცეთ რეკომენდაცია და გააგრძელონ მუშაობა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, ასევე დრო სჭირდება კომპანიებს იმისთვის, რომ გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე...

კარგად მეომზადეთ, ეს რამოდენიმე დღე თუ კვირა გამოიყენეთ რომ კარგად გაიაროთ შემოწმების პროცესი. თვითონ დასაქმებულებიც მოგვახსენებენ თუ რომელიმე საწარმო არღვევს წესს. ჩვენი მიზანი არ არის დასხჯა, არამედ დახმარება რომ მალე გადაეწყონ ახლა პოსტკორონასეულ ეტაოპზე", - განაცხადა თურნავამ.


close დახურვა