logo
ENG



თურნავა: თუ "იმედის ბანკზე" ახალი განაცხადი შემოვა, განვიხილავთ

07 აპრ 202613:46
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/07/dtn99jwq1qonlj4.png

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას, თქმით, თუ "იმედის ბანკის" დაარსების შემთხვევაში განაცხადს მიიღებენ, განიხილავენ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ჩარჩო, როგორ გაიცემა ახალ ბანკზე ლიცენზია. თუ (იმედის ბანკზე) ახალი განაცხადი შემოვა, განვიხილავთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - თქვა თურნავამ. 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ ტელეარხებს "იმედსა" და პოსტივის სანქციები დაუწესა, "იმედმა" განაცხადა, რომ გეგმავს შექმნას საკუთარი ბანკი, სახელწოდებით "იმედის ბანკი".

"ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით „იმედის ბანკი", - განაცხადა "იმედმა".

ცნობისთვის, კომერციულ ბანკებს ფუნქციონირებისთვის ეროვნული ბანკის ლიცენზია სჭირდებათ, იმისთვის, რომ ორგანიზაციას კომერციული ბანკის სტატუსი მიენიჭოს, მან უნდა დააკმაყოფილოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები და ეს ლიცენზია მიიღოს.

 


close დახურვა