logo
ENG



თურნავა კომენდანტის საათზე: მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე ჯერ მსჯელობა არაა

15 თებ 202112:03
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვის გაუქმება ან შემსუბუქება საბჭოზე არ განიხილება. მისი თქმით,ამ ნაბიჯს "დიდი ანალიზი" უნდა უძღოდეს წინ.  

"ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიებაა, რაც საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ, ესაა გადაადგილების შეზღუდვა. მე არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, ეს გაცილებით უფრო მკაცრი რამაა. ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე.

ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებას, ან გაუქმებაზე მსჯელობას, წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. ჯერჯერობით, ამაზე მსჯელობა არა, ჩვენ ჯერ ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, რადგან დარჩა ბიზნესები, სადაც შეზღუდვები ჯერ არ შეგვიმსუბუქებ", - განაცხადა თურნავამ.


close დახურვა