logo
ENG



თურნავა წყალტუბოზე: თუ კერძო ბიზნესიც აყვება, ეს იქნება სწორედ კომპლექსური კონცეფცია

01 ნოე 201917:44
3 წუთის საკითხავი
 
2z9rdvqvz9mws06.png

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს განცხადებები გაკეთდა მინისტრთა კაბინეტში არის კურორტი წყალტუბო. ჯერ ისევ უცნობია თუ რა თანხა დაუჯდება "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს 22 სანატორიუმისა და 9 აბანოს გამოსყიდვა. 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს არის ქველმოქმედება.

„სრულიად უკუგების გარეშე ხორციელდება ეს. ჩვენ კერძო მესაკუთრეების საკითხში ჩართულები არ ვართ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რა მაგალითიც გვაქვს აბასთუმანში, მოწოდება ინიციატორის იყო კერძო ბიზნესის მიმართაც. ის ასრულებს ე.წ. ყინულმჭრელის ფუნქციას და თუ კერძო ბიზნესიც აყვება, როგორც მოხდა აბასთუმანში, ეს იქნება სწორედ კომპლექსური კონცეფცია. ყველაზე ღირებული ამ ინიციატივაში არის ის სამომავლო ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება," - განაცხადა თურნავამ. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა  22 სანატორიუმისა და 9 აბანოს გამოსყიდვის შესახებ განცხადება გაავრცელა. მილიარდელი ამბობს, რომ კურორტის რეაბილიტაციას უმოკლეს ვადებში დაასრულებს.


close დახურვა