თურქეთისა და საბერძნეთის საზღვარზე დაპირისპირებისას სირიელი ლტოლვილი დაიღუპა. თავშესაფრის მაძიებელთა ნაწილმა მესაზღვრეებს ქვები და ლითონის ჯოხები მას შემდეგ დაუშინეს, რაც სამართალდამცველებმა საზღვრის გადალახვაში შეუშალეს ხელი. ბერძნულმა პოლიციამ 10 ათასამდე მიგრანტის შეჩერება შეძლო. დაკავებულია 500 მიგრანტი, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულებამდე ნავებით ცდილობდნენ ჩაღწევას. თურქეთმა მიგრანტებს ევროპისკენ საზღვარი 29 თებერვალს გაუხსნა. მიზეზი სირიაში სიტუაციის გამწვავება გახდა. თურქეთს სამ მილიონზე მეტი სირიელი დევნილი აფარებს თავს. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საზღვრის დაკეტვას არ აპირებს.
თურქეთისა და საბერძნეთის საზღვარზე დაპირისპირებისას სირიელი ლტოლვილი დაიღუპა
02 მარ 202016:26
3 წუთის საკითხავი
