logo
ENG



თურქეთის არმიამ სირიაში სამთავრობო ძალების ობიექტები დაბომბა

11 თებ 202009:00
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის არმიამ სირიაში სამთავრობო ძალების ობიექტები დაბომბა. საჰაერო და საარტილერიო იერიშების სამიზნე 100-ზე მეტი ობიექტი იყო. თურქული მხარის განმარტებით, 101 სირიელი ჯარისკაცია განეიტრალებული. ოფიციალურმა ანკარამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბში, თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტზე მიიტანა იერიში, რასაც 5 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მანამდე ოფიციალური ანკარა აცხადებდა, რომ თუკი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვეოდა თურქეთი სირიის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა და რუსეთმა მიაღწიეს. ანკარა და მოსკოვი კონფლიქტში ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეებს უჭერენ მხარს. გაეროს ინფორმაციით, დეკემბრიდან დღემდე დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი. 

 


close დახურვა