logo
ENG



თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან მიემგზავრება

16 ოქტ 201913:08
3 წუთის საკითხავი
 
cp9vzcy7lk72rww.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან მიემგზავრება, დონალდ ტრამპმა კი ანკარაში ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი გაგზავნა. მიზეზი სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციაა. ანკარა ქურთ მებრძოლებთან დაზავებას არ აპირებს და შეტევის შეწყვეტაზე უარს ამბობს. 

მოგეხსენებათ, სირიის სამთავრობო ძალებმა ერთ დროს ქურთების მიერ კონტროლირებადი მანბიჯი დაიკავეს. ქალაქის ცენტრში სამხედროებმა ქალაქის დროშა და ბაშა ალ ასადის პროტრეტები გამოფინეს. 

ცნობილია, რომ თურქეთის პრეზიდენტი დასავლეთის მიმართვას არ იზიარებ და საომარი ოპერაციის შეწყვეტადსარ აპირებს. მისი თქმით, ოპერაციის მიზანი სირიის ჩრდილოეთ ნაწილის გათავისუფლება და სირიელი დევნილების დარბუნებაა

​სირიის ძალებისა და თურქეთის ე.წ. საკონტაქტო ხაზსს რუსები აკონტროლებენ. ვლადიმერ პუტინსა და ერდოხანს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. პუტინმა იგი მოსკოვში დაპატიჟა. 

თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უკვე დაუწესა სანქციები თურქეთის ხელისუფლებას და იმ შემთხვევაში თუ ცეცხლს არ შეწყვეტს, შეზღუდვები უფრო მკაცრ სახეს მიიღებს.

 


close დახურვა