logo
ENG



თურქეთი სირიაში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

07 თებ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთი სირიაში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის. კოლონა უკვე შევიდა იდლიბის პროვინციაში, რომელიც ოპოზიციის მებრძოლების ხელშია. ეს რაიონი დეესკალაციის ზონადაა გამოცხადებული. ამიტომ თურქეთს იქ სამეთვალყურეო საგუშაგოები აქვს, საიდანაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესს აკვირდებიან. ბოლო პერიოდში გახშირდა შეტაკებები თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის. რამდენიმე დღის წინ თავდასხმას  თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ. თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა ბაშარ ალ ასადს იერიშების შეწყვეტა აიძულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სირიაში მორიგი სამხედრო ოპერაციის დაწყებით იმუქრება. 


close დახურვა