logo
ENG



თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციაში ჯარების გადასროლას აგრძელებს

03 მარ 202008:56
3 წუთის საკითხავი
 

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება სირიის ჩრდილოეთ რეგიონში.  რუსეთის  მხარდაჭერით სამთავრობო არმიამ სტრატეგიულ ქალაქ სარაქებ-ზე კონტროლი აღადგინა.  ადგილობრივი მედიის  ინფორმაციით, სირიელმა სამხედროებმა ქალაქიდან თურქეთის მიერ  მხარდაჭერილი ამბოხებულები განდევნეს.  ოპოზიციის ინფორმაციით კი ბრძოლა ქალაქისთვის ამ დრომდე გრძელდება.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბრძოლა სტრატეგიული პოზიციის დასაკავებლად  ინტენსიურად მიმდინარეობს.

პარალელურად,  თურქეთი  სირიის იდლიბის პროვინციაში ჯარების გადასროლას აგრძელებს.    ქვეყნის  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის სამთავრობო არმიის დაბომბვის შედეგად, ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.


close დახურვა