თურქეთი ჩინეთიდან საქართველოს 7 მოქალაქის ევაკუაციასაც განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„გიდასტურებთ რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ამ დროისთვის ქალაქ უხანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად თურქეთი, აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს.