სირიის შემდეგ, თურქეთმა ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ შეტევა ერაყში დაიწყო. მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, ოპერაციის მიზანი ტერორისტების განეიტრალებაა, რომლებიც ერაყის ჩრდილოეთ რეგიონებში, თურქეთის საზღვრის მახლობლად მოქმედებენ. ოპერაციაში 2 ათას 600-ზე მეტი სამხედრო და სპეცდანიშნულების რაზმები არიან ჩართული. უწყების ცნობითვე, რეგიონში ბოლო 4 თვის განმავლობაში 400-ზე მეტი ქურთი მებრძოლი მოკლეს.
თურქეთმა ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ შეტევა ერაყში დაიწყო
08 ნოე 201916:57
3 წუთის საკითხავი