logo
ENG



თურქეთში გურჯი ხათუნის, იგივე თამარ ბაგრატიონის საფლავი აღმოაჩინეს

06 ნოე 201912:59
3 წუთის საკითხავი
 
c6hh0yx2pqlvaj9.png

თურქეთის ქალაქ ერზრუმში გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის საფლავები აღმოაჩინეს. აკლდამები აგვისტოში იპოვეს, თუმცა მათი ვინაობა მხოლოდ ახლა დადასტურდა. სოციალურ ქსელში ფოტოებს თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

როგორც ჯანჯღავა წერს, სამარხში აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა. გურჯი ხათუნი იგივე თამარ ბაგრატიონი, თამარ მეფის შვილიშვილი და რუსუდან დედოფლის ქალიშვილი იყო, რომელიც რუმის სულთს მიათხოვეს. მისი საფლავი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 

 


close დახურვა