თურქეთში, ერთ-ერთ რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილებისთვის საფლავებს ამზადებენ. ვიდეოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ხვიჩა მამულაძე ავრცელებს.
მისი თქმით, ვიდეო თურქმა მეგობარმა, დენის დანიზირმა მიაწოდა. როგორც მამულაძე ამბობს, დანიზირის ინფორმაციით, აღნიშნულ რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვმა 100-ს გადააჭარბა, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი დაინფიცირებულია.