თურქეთის სამხეთ-დასავლეთით მდებარე ტურისტული ქალაქებიდან დამსვენებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძარი სასტუმროებს და სახლებს ემუქრება.
ბოდრუმში ტურისტები სამი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან უკვე გაიყვანეს. ცეცხლმა მარმარისის სანაპიროსაც მიაღწია.
სანაპიროებან სამაშველო გემები პატრულირებენ. ოპერაციაში ქვეყნის მასშტაბით 600-მდე მეხანძრეა ჩართული. გასული ღამის განმავლობაში მეხანძრეებმა ათი კერის ლოკალიზება შეძლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარმა ექვსი ადამიანი იმსხვერპლა.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი, შესაძლოა განზრახ გაჩენილიც იყოს. დამნაშავეების პოვნის და დასჯის პირობა დადო რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა. ქვეყნის პრეზიდენტი სტიქიის ზონაში ჩავიდა და დაზარალებულებს შეხვდა.
ერდოღანმა ხუთი - ანტალიის, ადანის, მერსინის, მუგლასა და ოსმანის - რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება გამოყოფს 50 მლნ-მდე ლირას (6 მლნ დოლარს) ხანძრისგან გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად.
თურქეთში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა, ებრძვიან. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. თურქეთს დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა უკრაინამ, აზერბაიჯანმა და რუსეთმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც.