logo
ENG



თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ 1 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

10 თებ 202313:14
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ 1 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქამდე ცნობილი იყო საქართველოს 3 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

"თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქ. ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი", - ამბობენ საგარეო უწყებაში. 

საქართელოს კიდევ 1 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა.

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.

 

 

 


close დახურვა