მორიგი მიწისძვრა სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადებულ ჰათაის პროვინციაში - გუშინდელი ბოლო მიწისძვრის შედეგად თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. სირიაში კი 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ასობით მოქალაქე. დამანგრეველი მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ქვეყნებში. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში. მოქალაქეთა დიდი ნაწილი ღამეს თავშესაფრებში ან ავტომანქანებში ათევს.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
21 თებ 202312:53
3 წუთის საკითხავი