თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1600 -ს აჭარბებს. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მიწისძვრიდან ერთი დღის შემდეგ მაშველებმა ელაზიღში, ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს 5 წლის გოგონა და მისი დედა. ორივეს მხოლოდ მცირე დაზიარებები აღენიშნება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებმა ღამე დროებით თავშესაფრებში გაატარეს. სტიქიის ზონაში ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტიც, რომელმაც მომხდარის გამო სტამბოლში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. რეჯებ ტაიპ ერდოღანი დაზარალებულებს შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.