თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.
თურქეთის ცნობით, დაღუპულთა შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე და 4 ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანია.
გაზიანთეფის მერის ცნობით, შემთხვევა გაზიანთეფ - ნიზიპის ავტომაგისტრალზე მოხდა. სამაშველო სამსახურები და ჟურნალისტები ამავე მაგისტრალზე მომხდარი საავტომობილო ავარიის შემთხვევის ადგილას მიდიოდნენ, როცა დაშავებული მანქანიდან დაახლოებით 200 მეტრში სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო მანქანებს და ასევე ერთ-ერთი თურქული საინფორმაციო სააგენტოს ავტომობილს დაეჯახა.