logo
ENG



თურქეთში საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

23 ივნ 202013:56
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთში შპიონაჟის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, ოთხივე საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. გამოძიების მასალების მიხედვით ეჭვმიტანილები ინფორმაციას აგროვებდნენ კონსერვატიული ორგანიზაციებისა და რელიგიური ჯგუფების შესახებ. ისინი ყალბი პირადობის მოწმობებით სარგებლობდნენ.

ერთ-ერთი ბრალდებული მეთინ ოზდემირი ფრანგმა სამხედროებმა ავღანეთში მსახურობის დროს გადაიბირეს. გამოძიების მასალების მიხედვით ის 120 პირის, მათ შორის იმამების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას. მოგვიანებით აგენტურულ საქმიანობაში ოზდემირმა კიდევ სამი პირი ჩართო. 4-ვე დაკავებულს პოლიტიკური და სამხედრო შპიონაჟისთვის გაასამართლებენ.


close დახურვა