თურქეთში, ქალაქ კაისერში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ფორმულას“ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, მაგრამ უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.
„ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო თურქეთში ინფორმირებულია. ოჯახის ახლობელთან არის კომუნიკაციაში, ისევე როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - განაცხადეს სამინისტროში.