logo
ENG



თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

28 იან 202009:17
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. მთლიანობაში სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს. სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ რეგიონში 700-ზე მეტი ბიძგი განმეორდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ელაზიღისა და მალათიის რეგიონები. უსახლკაროდ დარჩენილები ღამეს ყინვაში დროებით თავშესაფრებში ათევენ. სტიქიის ზონა პრეზიდენტმა ერდოღანმა მოინახულა.


close დახურვა