logo
ENG



თურქმა სამხედროებმა იდლიბში ასადის არმიის კუთვნილი ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს

01 მარ 202019:38
3 წუთის საკითხავი
 

სირიაში დაპირისპირება მიმდინარეობს. თურქმა სამხედროებმა იდლიბში ასადის არმიის კუთვნილი ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

თურქეთის არმიამ იერიში ალეპოში მდებარე სამხედრო აეროდრომზეც მიიტანა. ასაფრენი ბილიკები, რომლებსაც ასადის არმია იყენებდა, დაზიანებულია. მდგომარეობის დასარეგულირებლად სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების ინიციატივით გამოდის ირანი.

ქვეყნის პრეზიდენტმა ინიციატივა თურქ კოლეგას გააცნო. ჰასან როუჰანის თქმით, პრობლემაზე ირანმა, თურქეთმა და სირიამ უნდა ისაუბრონ. შეხვედრაზე არ მიუწვევიათ რუსეთი. 


close დახურვა