logo
ENG



თურქული კომპანია უკრაინას Bayraktar-ს უფასოდ გადასცემს

28 ივნ 202210:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/28/zodf0ga6ex3sjs3.jpg

თურქული კომპანია Baykar უკრაინას უფასოდ გადასცემს სამ უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar ТВ2-ს, რომლისთვისაც უკრაინელები ფულს აგროვებდნენ.

"კომპანია Baykar ინფორმირებულია, რომ რუსეთისგან უკრაინელების დასაცავად კამპანიამ სახელად "სახალხო Bayraktar" წარმატებით შეაგროვა თანხა რამდენიმე Bayraktar ТВ2-ის შესაძენად", - აცხადებენ კომპანიაში. მათივე თქმით, აპარატებისთვის ფულს უბრალო უკრაინელი მოქალაქეები და ბიზნესმენები აგროვებდნენ.

Baykar არ აპირებს თანხის გამორთმევას და სურს, რომ მოგროვებული ფულით ამ ბრძოლაში უკრაინელ ხალხს დაეხმარონ.


close დახურვა