logo
ENG



თუშეთის გზაზე მეწყერმა სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

05 მაი 202018:51
3 წუთის საკითხავი
 

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, მეწყერმა 2 ადამიანი მოიყოლა. ერთ-ერთს თავის, თვალისა და ქვედა კიდურის დაზიანება აქვს. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. რაც შეეხება მეორეს, მას მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

„საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მაშველების რამოდენიმე ბრიგადაა წასული. ერთადერთი რაც ვიცით, ორი ადამიანი მოყვა, ერთი გადაარჩინეს, მეორეს კი ეძებენ. ეს ინფორმაციაა, რასაც ამ დროისთვის ვფლობ“, - განაცხადა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 5 ეკიპაჟი მუშაობას კახეთის სამმართველოდან და ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზიდან. 


close დახურვა