logo
ENG



თუ განსახვავებული აზრი გაქვთ, სუს - ქართული სპეცსამსახურის სპეცმგრძნობელობა

05 ივლ 202019:48
3 წუთის საკითხავი
 

თუ სოციალურ ქსელში სტატუსის, ან თუნდაც თქვენი მეგობრისთვის კომენტარის დაწერა გადაწყვიტეთ, კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ, რადგან შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ მოეწონოს. 

არ გაგიჩნდეთ განცდა, რომ თქვენს პირად სივრცეს ვინმე აკონტროლებს, ან არღვევს. არა, ეს მხოლოდ იმ განცხადებებს და სტატუსებს ეხება, რომლებიც მთავრობისთვის არახელსაყრელი.

თუ განსხვავებული აზრი გაქვთ, სუს! - დღეს ამ პრინციპით მომუშავე სახელმწიფო არაფერს აკეთებს პრორუსული ძალების წინააღმდეგ, თუმცა საბოტაჟის ბრალდებით საგამოძიებო უწყებაში იბარებენ ჟურნალისტს და მის რესპონდენტებს.  

ზღუდავს თუ არა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოხატვის თავისუფლებას. სანამ სუს მისთვის სრულიად შეუსაბამო ამბებითაა დაკავებული, ქვეყანაში ულტრარადიკალური ჯგუფები ქუჩაში ძალას იკრებენ, ხოლო სოციალურ ქსელებში პრორუსული აქტივისტები კიდევ უფრო აქტიურდებიან. 


close დახურვა