logo
ENG



თუ ოცნება შეთანხმებას არ შეასრულებს, პარტნიორები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ - ვაშაძე

14 მაი 202014:48
3 წუთის საკითხავი
 

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს, ეს დააზიანებს ქვეყნის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ მიმართულებასაც, რადგან იმის მანიშნებელი იქნება, რომ  საქართველომ დემოკრატიული განვითარების კურსს გადაუხვია.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში იყო ჩართული, ამბობს, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება გათვალისწინებული იყო, თუმცა ხელისუფლება ცდილობს, პირობა დაარღვიოს.

„უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. თუ ამას არ გააკეთებს „ქართული ოცნება“, იქნება ძალიან მკაცრი რეაგირებები, არამხოლოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ არავინ მისცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ გადაგვაგდოს, მოგვატყუოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკას ასევე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, პარტნიორები აცნობიერებენ, რომ „ქართული ოცნების“ შედეგად შესაძლოა, საქართველოს ვექტორი ისტორიულად შეიცვალოს.

„სწორედ ამიტომ არის ასეთი მკაფიო ბმა იმ უზარმაზარ დახმარებებთან, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ ევროკავშირისგან. ისინი კვლავ ჩვენი მეგობრები არიან და გვიწვდიან ხელს, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ მეგობრობას და პარტნიორობას აქვს თავისი პირობები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


close დახურვა