logo
ENG



თუ „ოცნება“ შემდეგ არჩევნებზე 45%-ს ვერ აიღებს, კოალიციის შექმნა გართულდება-კობახიძე

15 ოქტ 201911:49
3 წუთის საკითხავი
 
8nx3ch2ix46m5uz.jpg

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 45%-ს ვერ აიღებს, კოალიციის შექმნა გართულდება და შესაძლოა, შეუძლებელიც კი გახდეს.

როგორც მან „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, თუ ერთპარტიული უმრავლესობა ვერ შედგა, კოალიცია ისევ ან „ქართული ოცნების,“ ან თეორიულად „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ უნდა ჩამოყალიბდეს.

„პროპორციული სისტემიდან და ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო მრავალპარტიული, ვიდრე დღევანდელი, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა ვხედავთ, რომ სპექტრი ისეა ჩამოყალიბებული, ერთპარტიული უმრავლესობა თუ ვერ შედგა, კოალიცია ჩამოყალიბდება ისევ ან „ქართული ოცნების,“ ან თეორიულად „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ. ეს არის ორი ალტერნატივა. აქედან გამომდინარე ხდება ორპარტიულ დაპირისპირებაზე ყურადღების გამახვილება. თვითონ კოალიციის ჩამოყალიბებაც საკმაოდ რთული იქნება, თუ „ქართულმა ოცნებამ“, შემდეგ პარლამენტში, მანდატების 45% მაინც ვერ მოიპოვა. სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს. ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს ისრაელში, სადაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოსაზრებებში რადიკალური სხვადასხვაობაა, კოალიცია ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს დღემდე ვერ იკვრება. მაღალია ალბათობა იმისა, რომ ჩვენთანაც ასეთი შედეგი დადგეს და ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო. დავაზუსტებ, ეს იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია. დღევანდელი სურათი ამის საფუძველს იძლევა. მომდევნო ერთი წელიწადი საზოგადოებაში არ არის ისეთი განწყობა, რომ გინდა, თუ არა გარანტირებულად თქვა, ის, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას მოგცემს, ამისთვის სერიოზული მუშაობაა საჭირო. ჩვენ ერთი წელი გვაქვს მოსამზადებლად და საქმის გასაკეთებლადაც. ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ ერთი წლის განმავლობაშიც. გარდა ამისა, საარჩევნოდ ჩვენ ვგეგმავთ ამომრჩევლისთვის ისეთი პროგრამის შეთავაზებას, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის საფუძველი უნდა გახდეს,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა „ქართული ოცნება“ „ევროპულ საქართველოსთან.“ კობახიძე პარტიის სახელით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი თანამშრომლობა საზოგადოებისთვის ძალიან გაუგებარი იქნება.

„საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს,“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია, ამიტომ ის, რაც საზოგადოებისთვის გაუგებარია, არც უნდა შედგეს,“ - აღნიშნა მან.

 

 

 


close დახურვა