logo
ENG



თქვით, რომ არ გაინტერესებთ ხალხი და საგანგებოს ტოვებთ თქვენთვის - გედევან ფოფხაძე

22 აპრ 202013:29
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, საგანგებო მდგომარეობის დამტკიცების საკითხზე ორგანომ კითხვა-პასუხის რეჟიმში გააგრძელოს მსჯელობა.

გედევან ფოფხაძის თქმით, დეპუტატებს უნდა მიეცეთ საშუალება, განახორციელონ მათი ვალდებულება ამომრჩევლების წინაშე.

„ამ შემთხვევაში ვუბრუნდები პროცედურას. გვინდა ვიცოდეთ, რას ვაძლევთ ხმას - უხერხულია ასეთ დროს პოპულიზმზე ლაპარაკი. მოგვეცით საშუალება, ვიყოთ პარლამენტის წევრები და შევასრულოთ მანდატი ხალხის წინაშე. თქვით, რომ არ გაინტერესებთ ხალხი და საგანგებოს ტოვებთ თქვენთვის. უკვე ცუდია, რომ აქ არაა პრემიერი და მოგვეცით კითხვა-პასუხის რეჟიმი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


close დახურვა