მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლი იზრდება. იაპონიაში დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჰუბეის პროვინციაში კი საშიში ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 242 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უხანში ჩინეთის ხელისუფლებას სიტუაციის გასაკონტროლებლად ათას 400 სამხედრო ექიმი ჩაჰყავს. ქვეყნის ხელისუფლებამ პროვინციის პარტიული ხელმძღვანელობა დაავადების წინააღმდეგ არაეფექტური ბრძოლის გამო გაათავისუფლა.