logo
ENG



იაპონიაში ტაიფუნ ჰაგიბისის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

14 ოქტ 201908:37
3 წუთის საკითხავი
 
6jrb0de4ih6s9dm.jpg

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. 20 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამაშველო ოპერაციაში 110 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული.

დატბორილი ქალაქებიდან მაშველებს მოსახლეობა ვერტმფრენებისა და ნავების დახმარებით გამოჰყავთ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე 200 ათასზე მეტი ოჯახია დარჩენილი. შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი დროებით თავშესაფარში რჩება. იაპონიის აღმოსავლეთ რეგიონებს დამანგრეველი ტაიფუნი შაბათს დაატყდა თავს.


close დახურვა