logo
ENG



იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

04 ივლ 202017:51
3 წუთის საკითხავი
 

იაპონიაში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 9 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

გარდაცვლილთაგან 14 მოხუცებულთა თავშესაფრის მცხოვრებია.

გადაუღებელმა წვიმამ, წყალდიდობამ და მეწყერმა ყველაზე მეტად კუნძული კიუსიუ დააზარალა. რეგიონში მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ხიდი წაიღო.

სტიქიის ზონიდან 90 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. სამაშველო ოპერაციაში 10 ათასამდე სამხედრო პირია ჩართული.

მეტეოროლოგების პროგნოზით, გადაუღებელი წვიმა რეგიონში ხვალამდე გაგრძელდება.


close დახურვა