logo
ENG



იაპონია რუსეთთან დაკავშირებული პირების მიმართ დამატებით პერსონალურ სანქციებს აწესებს

27 იან 202310:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/27/vt4v74u0g47sal4.jpg

იაპონია რუსეთთან დაკავშირებული პირების მიმართ დამატებით პერსონალურ სანქციებს აწესებს, ასევე აფართოებს ექსპორტის შეზღუდვებს. ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილების ფარგლებში რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქტივები გაუყინეს. პირადი სანქციები 22 პირის მიმართ დაწესდა, ექსპორტის შეზღუდვა კი დამატებით 49 კომპანიაზე.

ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ჩერნიშეკო და ანდრეი ბელუსოვი, ასევე რუსული არმიის გენერლები.


close დახურვა