უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, დიდი ალბათობით, ნოვოჩერკასკის ბორტზე საბრძოლო მასალის დიდი კომპლექტი იყო განთავსებული.
"ოპერაცია დაგეგმილი იყო შეიარაღებული ძალების და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ. დიდი ალბათობით, ნოვოჩერკასკის ბორტზე საბრძოლო მასალის დიდი კომპლექტი იყო განთავსებული.
კონკრეტულად რაზეა საუბარი, მოგვიანებით გამოაცხადებენ, მაგრამ შესრულებულია კოლოსალური სამუშაო, ვინაიდან, სადესანტო ხომალდი ავსებდა იმ ფლოტს, რომლის ფლაგმანი კრეისერი „მასკვა“ იყო. ნახეთ, რამდენად ძლიერი იყო აფეთქება. როგორი იყო დეტონაცია. ძალიან რთულია გემისთვის ასეთ რამეს გაუძლოს", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსული სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულ სადესანტო გემს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა. მანამდე, ოკუპირებულ ფეოდისიას მცხოვრებლებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.