ბერძნული ეკლესიის ეპისკოპოსი იერემია წამალაიძე ოჯახის წევრებმა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.
ქრისტეფორე ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. მან სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ საერთო კრების მოწვევა მოითხოვა, სადაც ეკლესიაში დაგროვილი პრობლემები უნდა განეხილათ. ამ განცხადებიდან მეორე დღეს მისი 50 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს.
თავად წამალაიძის მამა ამ თემაზე არ საუბრობს, მრევლი და სასულიერო პირების ნაწილი კი ამბობს, შესაძლოა მომხდარი იმ დევნასთან კავშირში იყოს, რომელსაც ოჯახი წლებია ეკლესიის მხრიდან განიცდის.
ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე სინოდის წევრებს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ქადაგებების დროსაც ადანაშაულებდა. სწორედ, მსგავსი განცხადებები გახდა მისი ქართული ეკლესიიდან განყენების მიზეზი.
საპატრიარქოში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მუქარის შესახებ არაფერი სმენიათ.
შსს მომხდარს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. ქრისტეფორე წამალაიძე კი მედიას კითხვებზე პასუხების გასაცემად კვირას, თავის ეკლესიაში კაკაბეთის 15-ში იბარებს.