logo
ENG



ივანიშვილის ბიზნეს ცენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

25 თებ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

 

ხმაური იყო ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ანაკონდას ფიტული ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით მიიტანეს და დაწვეს. სწორედ ფიტულის დაწვას მოყვა სამართალდამცველებთან დაპირისპირებაც. აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთან სერგო ორჯონიკიძის ფოტოც მიიტანეს და ივანიშვილთან მის მსგავსებაზე ისაუბრეს.

 


close დახურვა