logo
ENG



ივანიშვილის მწვავე კრიტიკა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - შეფასებები

09 ივნ 202214:30
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან გაისმა პირველი განცხადებები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნითაც. ევროპელი პოლიტიკოსები ქართული ოცნების დამფუძნებელს მოიხსენიებენ ოლიგარქად, რომელიც კავშირშია კრემლთან და მის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება უნდა გატარდეს. გზავნილებს სტრასბურგიდან "საფუძველს მოკლებული ბრალდებები" უწოდა  თბილისში ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არასერიოზულია ნაციონალური მოძრაობის ნარატივს აყოლილი ევროპელი დეპუტატების განცხადებების შეფასება.


close დახურვა